დავით ნარმანია: ჩვენ შევარჩიეთ ტერიტორიები, სადაც ხე – მცენარეები დაირგვება

მახათის მთის და ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიებზე ხეების დარგვა იგეგმება.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რაც შეეხება ქალაქში არსებულ ტერიტორიებს, თავისუფალ სივრცეებში ტანმაღალი ხეების დანერგვა მოხდება. ნარმანიამ ასევე განმარტა, რომ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიასთან გამხმარი და დაავადებული ხეები მოიჭრა.
“ჩვენ უკვე შევარჩიეთ ტერიტორიები, სადაც ხე-მცენარეების საგაზაფხულო დარგვები განხორციელდება. ეს იქნება ოქროყანის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოიჭრა გამხმარი და დაავადებული ხეები. მეორე ადგილი იქნება მახათის მთის მიმდებარე ტერიტორია. სადაც მასობრივად დაირგვება ხეები. ხოლო ქალაქის ტერიტორიაზე, ცალკეულ ადგილებში, სადაც არის თავისუფალი სივრცეები, ტანმაღალი ხეები დაირგვება”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები