დავით ბანძელაძე: თუ „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილ მედიკამენტებს ექნება კარგი შედეგი, მათ აუცილებლად გამოვიყენებ

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე – კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვიდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე, ისინი შემოიტანენ 250 დასახელების მედიკამენტს 30%-ით უფრო იაფად, ვიდრე დღევანდელი ფასებია. ახალი მოთამაშის გამოჩენას ნევროლოგი დავით ბანძელაძე ეხმაურება.

„ჰუმანითი ჯორჯიას“ შესახებ სრულ ინფორმაციას არ ვფლობ და გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა. მოგეხსენებათ, ზოგადად, ინდური მედიკამენტებისადმი არსებობს გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულება. თუმცა, თუ „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილ მედიკამენტებს ექნება კარგი შედეგი, აუცილებლად გამოვიყენებ და საწინააღმდეგო არაფერი მექნება“, – აცხადებს ბანძელაძე.

როგორც ნევროლოგი აღნიშნავს, მედიკამენტის დანიშვნისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მის კლინიკურ ეფექტურობას.

„მთავარია, წამალი „მუშაობდეს“, ანუ აჩვენებდეს კარგ კლინიკურ ეფექტს. ამჟამად ბაზარზე ბევრი ფალსიფიცირებული მედიკამენტია ხელმისაწვდომი, რომელიც, გაკეთების ნაცვლად, საქმეს აფუჭებს. მთავარია მედიკამენტის ხარისხი, ხოლო მის მწარმოებელ ქვეყანას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, არის მედიკამენტები, რომელსაც აწარმოებს თურქეთი, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს“, – აცხადებს დავით ბანძელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები