იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართება

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ხვალ დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას” იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, 2015 წელს, უწყების მიერ გაწეული საქმიანობისა და 2016 წლის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.
მათივე ინფორმაციით, გასულ წელს, არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში. ინტენსიური საქმიანობა განხორციელდა სამოსამართლო კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფის; იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზაციული გაძლიერების და საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით.
“მიმდინარე წლის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება: იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმის შესრულების გაგრძელება; უწყების ინსტიტუციური გაძლიერება; იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამებში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების თემებზე კურიკულუმების ინტეგრირება; სამოსამართლო კანდიდატთა სწავლების ვადის გაზრდა”, – აცხადებენ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები