17 წლის გოგონა, რომელიც ფონიჭალიდან გაიტაცეს, ნაპოვნია

ოთხი დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვა იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სამართალდამცველები მის დაკითხვას აწარმოებენ.
ცნობისთვის, სამირა ბაირამოვა ოთხი დღის წინ გაიტაცეს და მისი პოვნა დღეს გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები