უჩა ნანუაშვილი: სახალხო დამცველის ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას საკითხს სწავლობს

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას საკითხს სწავლობს. როგორც ნანუაშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა, დეტალები მათთვისაც არ არის ცნობილი.
“არანაირი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. დაინტერესებულები ვართ ამ ფაქტით, თუმცა დეტალები ჯერჯერობით ჩვენთვისაც არ არის ცნობილი”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები