გუდაური – კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია სხვადასხვა სახის მოძრაობის რეჟიმები.
მათივე ცნობით, თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია, ხოლო მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.
ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები