გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ მეფუტკრეებს შეხვდა

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღეს სამეგრელოს რეგიონის ხუთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 425 სკა გადაეცა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, მთავრობის სხვა წევრებთან და მხარის გუბერნატორთან ერთად დაესწრო.
პრემიერის განცხადებით, მეფუტკრეობის აღორძინება და ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეძლებენ საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის გაზრდას.
ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 2015 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, კოოპერატივებს საშუალება ჰქონდათ, თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად მიეღოთ მათთვის სასურველი სკა. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვლიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. პრემიერმა ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე თხილის საწარმო დაათვალიერა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში აშენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები