“პოზიციას” ორგანიზებით, სლოვაკეთის ელჩმა სტუდენტებისთვის სემინარი გამართა (ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ორგანიზებით, სასტუმრო „ვეძისის“ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა. პროექტ “დიპლომატიური საუბრების” ფარგლებში, რიგით მეოთხე სემინარი სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რუდოლფ მიხალკამ ჩაატარა. სემინარი ერთი საათის განმავლობაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ელჩი სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საინტერსო საკითხებზე ესაუბრა.

„პოზიციას“ ხელმძღვანელმა, გურამ ადამაშვილმა სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე გააცნო ის ხედვა, მიზნები და სამომავლო გეგმები, რომლებიც ორგანიზაციას გააჩნია. სემინარში მონაწილე სტუდენტები „პოზიციას“ საქმიანობითა და პროექტებით დაინტერესდნენ და შემდგომი თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.

“პოზიცია” საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების საელჩოების წამყვან დიპლომატთა ჩართულობით, სტუდენტებისთვის სემინარებს სისტემატურად მართავს. პროექტის ფარგლებში, „პოზიციას“ ორგანიზებით უკვე ჩატარდა სამი სემინარი, რომლებსაც უძღვებოდნენ: ბულგარეთის ელჩის მეორე მდივანი, იასემ ტომოვი, ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინტერნეტ-მასმედიისა და სოციალური მედიის განვითარების სფეროებში, ვიქტორ დავიდოფი და აშშ-ის ელჩის მდივანი მონიკა დორადო.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებები და აქტივობები მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის სოციალურ გარემოში უკეთ ინტეგრაციისთვის. „პოზიცია“ გეგმავს, გააგრძელოს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრები და ხელი შეუწყოს მათი ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლებას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები