დავით ნარმანია: ბარათაშვილის ხიდზე საგზაო მოძრაობა 15 მარტიდან აღდგება

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან ერთად, ბარათაშვილის ხიდსა და პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, ბარათაშვილის ხიდზე საგზაო მოძრაობა სრულად 15 მარტიდან აღდგება.
„ბარათაშვილის ხიდზე მთლიანად მოძრაობა 15 მარტიდან აღდგება. ეს ჩვენი კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნაა, ისევე, როგორც სამუშაოების ხარისხიანად შესრულება ყველა კომპანიისადმიუმკაცრესი მოთხოვნაა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია „ენსისი“ აწარმოებს. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები