კასპში ნაპოვნი შველი დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში ნაპოვნი შველი დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს.
შველი ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა და დეპარტამენტს ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინა.
მოქალაქის განმარტებით შველს ქუჩის ძაღლები მისდევდნენ.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხოველი ჯერ ვეტერინართან გადაიყვანეს. სპეციალისტის დასკვნის შემდეგ, რომ შველი ველურ ბუნებაში ადაპტირებას შეძლებდა, ის თბილისის ეროვნულ პარკში გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები