იერუსალიმის მოედნისა და ლადო ასათიანის ქუჩის კვეთაზე რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება

იერუსალიმის მოედნისა და ლადო ასათიანის ქუჩის კვეთაზე ავტოსამანქანო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია და რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება.
როგორც “კვირას“ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, კომპანია ავარიულად დაზიანებული 600 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის აღდგენის მიზნით გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს.
“ტექნიკური სამუშაოების ჩატარება გართულებულია იმ მიზეზით, რომ დაზიანებული წყლის მილის სიახლოვეს გადის სხვადასხვა კომუნიკაცია, მათ შორის ელექტროსადენები. აღნიშნულის გამო კომპანიის საავარო ბრიგადებს ძირითადი სამუშაოს შესრულება ხელით უწევთ, რაც სამუშაო პროცესს დროში ახანგრძლივებს”, – ნათქვამია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებაში.
დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს, კომპანია ხვალ, 13:00 საათისთვის დაასრულებს. შესაბამისად, ახოსპირელის, საიათნოვას, აბო თბილელის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, იერუსალიმის, დადიანის, ლესელიძისა და მათ მიმდებარე ქუჩებს წყალმომარაგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები