დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი სკანდალში გაეხვია – სულიკაშვილმა მოტყუებით მაღაზიიდან 190 ლარის მასალა წაიღო

კომპანია „კემოსი“ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს მაღაზიიდან მოტყუებით 190 ლარის მასალის წაღებაში ადანაშაულებს.
როგორც კომპანიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, დიზაინერმა კონსულტანტი მოატყუა და 2 წლის მანძილზე თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებითაც ატყუებს.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კომპანია დიზაინერის მხრიდან კონსულტანტის მსგავსი სახის შეურაცხყოფის პატიებას არ აპირებს და დიზაინერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
„2 წლის წინ, დიდმა, ვითომ დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა მოტყუებით მაღაზია „კემოსიდან” 190 ლარის მასალა წაიღო. აღმოჩნდა, რომ მოატყუა კონსულტანტი და 2 წლის მანძილზე ატყუებს თანხის დაბრუნებაზე… 190 ლარი მაღაზია „კემოსისთვის” შეიძლება საგანგაშო თანხა არაა, მაგრამ კომპანია არ აპირებს, კონსულტანტის ეს შეურაცხყოფა აპატიოს დიზაინერს. დათუნა სულიკაშვილი თუ მაღაზიებიდან ასეთი ფორმით იტაცებს პროდუქციას და ამით მუშაობს, აფერუმ მის კაცობას. რატომ უნდა ჩააგდოს კონსულტანტი გოგონა ასეთ დღეში, რომელსაც მისი პასუხისმგებლობით შეექმნა სამსახურში პრობლემები. რამდენიმე ცნობილ ადამიანს ვთხოვეთ, ეთქვა დიზაინერისთვის, ნუ შეულახავდა ღირსებას ამ კონსულტანტს, მაგრამ ყურად არ იღო ვაჟკაცმა დიზაინერმა. კომპანია უახლოეს მომავალში სასამართლოში დაიბარებს დიდ დიზაინერს და კამერების ჩანაწერით და სატელეფონო ზარებით დაუმტკიცდება დათუნა სულიკაშვილს თაღლითური საქციელი. ასევე დაეწერება ჯარიმა და ღირსების შელახვისთვისაც აგებს პასუხს. 190 ლარი ნამდვილად არ უღირდა დათუნა სულიკაშვილს ამად… მითუმეტეს, კომპანიის თანამშრომლები პატივისცემით და ნდობით იყვნენ ამ ადამიანის მიმართ”, – ნათქვამია კომპანია „კემოსის” ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები