კიბერუსაფრთხოების თემაზე ტრენინგების ციკლის მეორე ნაწილი ჩატარდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კიბერუსაფრთხოების თემაზე ტრენინგების ციკლის მეორე ნაწილი ჩატარდა. სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების კურსი განკუთვნილია კიბერუსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული სამთავრობო უწყებებისა და კრიტიკული სერვისების პროვაიდერების წარმომადგენლებისთვის.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციით, ტრენინგების ციკლი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონური მხარის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
კურსის მსმენელებს საქართველოში ესტონეთის ელჩი, პრიტ ტურკი, ესტონეთის სამხედრო ატაშე, ვიცე- პოლკოვნიკი კულდარ კესკულა, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი მიხაილ ტიკი და კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის მრჩეველი,SNGP პროექტის კოორდინატორი ანგელიკა უსი შეხვდნენ. ესტონურმა დელეგაციამ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაზაზე არსებულ კიბერკუთხეს საჩუქრად წიგნები გადასცა. ღონისძიებაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ ესტონეთის ელჩი პრიტ ტურკი საქართველოში კიბერუსაფრთხოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაასაჩუქრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები