ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტროფიცირება განხორციელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტროფიცირება განხორციელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფლების – მანანაურის, ცხუმალდის, ბავარისა და ხაჩეშის ელექტროფიცირებისთვის, მთავრობის განკარგულებით, ენერგეტიკის სამინისტოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 535 737 ლარი გამოეყო. მათივე ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტროფიცირების დასრულების შემდეგ, ჯამურად ელექტროფიცირებული იქნება 29 სოფელი, რომლებსაც ელექტროენერგია 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები