ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

ცნობილი ქართველი მწერალი და მთარგმნელი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს, ბაჩანა ბრეგვაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე დაესწრნენ.
“დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ პიროვნება, რომელიც იყო განათლების ეტალონი. ფაქტობრივად, უანგაროდ მუშაობდა, უამრავი საგანძური დაუტოვა ჩვენს სამშობლოს. ის ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ისტორიაში”, – განუცხადა ჟურნალისტებს დაკრძალვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა.
ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯი მთლიანად სახელმწიფომ დაფარა. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები