გიორგი ალიბეგაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
საზოგადო მოღვაწის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გადაიხადა.
სამოქალაქო პანაშვიდს ასევე დაესწრნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დედაქალაქის მერი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
ქართველ მწერალს, მთარგმნელს, ფილოსოფოსსა და საზოგადო მოღვაწეს ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები