აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით მამაკაცი გარდაიცვალა
აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს 259-მა პაციენტმა მიმართა.
სტაციონარში მკურნალობის კურსს 82 პაციენტი გადის, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში 14 პაციენტი იმყოფება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ მონაცემების მიუხედავად, დაინფიცირების მაჩვენებელმა იკლო.
“მიმდინარე წლის გრიპის სეზონზე რეგიონში დაფიქსირდა გარდაცვალების მეშვიდე შემთხვევა. ეს კვირის ბოლოს მოხდა, გარდაცვლილი ხანდაზმული პიროვნებაა. მეექვსე კვირის მდგომარეობით გვაქვს როგორც ამბულატორიული, ასევე ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობის კარგად გამოხატული კლებადი დინამიკა. მოსახლეობას შევახსენებთ, რომ ნებისმიერი საეჭო ჩივილის დროს დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას”,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით გარდაცვალების მე-15 შემთხვევაა.