თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გორგასლის, გულიას და ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ლილოს დასახლების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.
საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნი,თ 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის, იოსებიძის, შარტავას, ცაგერის, დები იშხნელების და ხვიჩიას ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ბაქოს და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: სამგორის დასახლების და წულუკიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის და ტაბახმელას მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: კოსტავას შესახვევისა და ვერეს შესახვევის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების და იმედაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები