აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

აჭარაში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „კვირას“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარაში 7 პაციენტია გარდაცვლილი. არსებული ინფორმაციით, ამავე სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს 259-მა პაციენტმა მიმართა. სტაციონარში მკურნალობის კურსს 82 პაციენტი გადის, ხოლო რეანიმაციულ განყოფიელბაში 14 პაციენტია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები