„ჰუმანითი ჯორჯიას“ პრეპარატების შეძენა ხვალიდან ყველა სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი

„ჰუმანითი ჯორჯიას“ პრეპარატების შეძენა ხვალიდან ყველა სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი. როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე, ბაზარზე გამოჩნდება „ჰუმანითი ჯორჯიას“ კარდიოლოგიური ჯგუფის ხელმისაწვდომი მედიკამენტები. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას „ჰუმანითი ჯორჯიასა“ და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები ხვალ, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გააკეთებენ.
ერთობლივ პრესკონფერენციას საქართველოს უმსხვილესი სააფთიაქო ქსელების – „ავერსის“, „იმპექს–ფარმას“, „პე -ეს -პეს“ , სახალხო აფთიაქის, „ფარმადეპოს“, „ფარმსახლის“ და „ჯი-პი-სის“ წარმომადგენლები დაესწრებიან. პროექტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები