მეშახტეების პროტესტი – რას პასუხობს მათ კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი“

“კომპანიის მხრიდან დაცულია ანაზღაურების დროულად მიღების ვადები და კომპანიაში მუდმივად მიმდინარეობს მეშახტეთა შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად მუშაობა“,- ამ განცხადებით კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ ტყიბულში მეშახტეების პროტესტს გამოეხმაურა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის მენეჯმენტი აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციას აწარმოებს.
“კომპანიის მხრიდან დაცულია ანაზღაურების დროულად მიღების ვადები და მუდმივად მიმდინარეობს მეშახტეთა შრომითი პირობების გაუსამჯობესებლად მუშაობა, დაცულია სახელშეკრულებო პირობები, მეშახტეები უზრუნველყოფილნი არიან დაზღვევის სრული პაკეტით. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის ობიექტური წინაპირობა არ არსებობდა და არ არსებობს, კომპანიის მენეჯმენტი აწარმოებს კომუნიკაციას აქციის მონაწილეებთან”, – ნათქვამია „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მეშახტეები დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ. მათ „საქნახშირის“ წინ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები