გიორგი ალიბეგაშვილი, ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ქართველი მწერლის, ფილოსოფოსისა და მთარგმნელის, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორის ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მწერლისა და მთარგმნელის, ბაჩანა ბერეგვაძის გარდაცვალების გამო. გამორჩეულია ჩვენი ქვეყნისთვის მისი მთარგმნელობითი, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი გახლდათ არაერთი თაობის აღმზრდელი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრების მაღალმხატვრულად მთარგმნელი. ვუსამძიმრებ ბატონი ბაჩანას ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს’’,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ბაჩანა ბრეგვაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის არის ლიტერატურული პრემია ,,საბასა’’ და ღირსების ორდენის ორგზის მფლობელი. მიღებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და დავით აღმაშენებლის პრემიები. 2015 წელს კი ბაჩანა ბრეგვაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები