იან კელი: აქ ვხედავ მართლმადიდებლურ ტაძრებს, სინაგოგებს, მუსულმანურ მეჩეთებს – ეს არის საქართველო

აქ ვხედავ მართლმადიდებლურ ტაძრებს, ვხედავ სინაგოგებს, ვხედავ მუსულმანურ მეჩეთებს, – ეს არის საქართველო, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ძალიან დასაფასებელია მისი შემწყნარებლობის გამო, რომელსაც იჩენს სხვადასხვა რელიგიის მიმართ. “საქართველო ძალიან დასაფასებელია მისი შემწყნარებლობის გამო, რომელსაც იჩენს სხვადასხვა რელიგიის მიმართ. პირველად, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვესტუმრე მეტეხის ეკლესიას და მიმდებარე ეზოს, საიდანაც იხსნება ულამაზესი ხედი. აქ ვხედავ მართლმადიდებლურ ტაძრებს, ვხედავ სინაგოგებს, ვხედავ მუსულმანურ მეჩეთებს – ეს არის საქართველო, ასეთი შეგრძნება გამიჩნდა”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა. შეგახსენებთ, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები