გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 3000-ზე მეტი მოსახლე 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სამი სოფლის – ზედა და ქვედა ნიქოზის, ასევე, ზემო ხვითის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 მილიონ 400 ათასი ლარია და ის მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. პროექტის დასრულების შედეგად 3000-ზე მეტი მოსახლე 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. სოფლები, ზედა და ქვედა ნიქოზი, ასევე, ზემო ხვითი ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებია. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა 5 ჭაბურღილი, ერთი რეზერვუარი, საქლორატორო და სატუმბი სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 39 კმ წყალმომარაგების ქსელს. მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების მიზნით, დამონტაჟდა 880 ცალი წყლის აღრიცხვის კვანძი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები