დღეს მირქმის დღესასწაული აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების თანახმად, ქრისტეს შობის შემდეგ მეორმოცე დღეს ღვთისმშობელმა მარიამმა და იოსებმა იესო ტაძარში მიიყვანეს, რათა ღმერთისთვის მსხვერპლი შეეწირათ. ამ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მოხუცი სვიმეონი, რომელიც მაცხოვარს მოელოდა. მას სულიწმიდამ ამცნო, რომ არ მოკვდებოდა, სანამ უფალს არ იხილავდა. სვიმეონი ტაძარში მივიდა, ყრმა იესო ხელში აიყვანა და თქვა: “აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარება შენი”.
უფლის მირქმასთან (ხელში აყვანა) დაკავშირებით საქართველოს ეკლესია-მონასტრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები