თეიმურაზ მურღულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიანტებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიანტებს შეხვდა.
სამინისტროს მიერ „მყარი სასარგებლო წიაღისეულისა და მიწისქვეშა წყლების მარაგების გამოთვლის სახელმწიფო ინსტრუქციების’’ პროექტები შემუშავდა.
მინისტრის მოადგლემ შეხვედრის მონაწილეებს ინსტრუქციების პროექტი გააცნო, რომელიც განხილულია სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრების მიერ.
მარაგების გამოთვლის ანგარიშები, რომლებიც შემუშავდება ინსტუქციების შესაბამისად, სახელმწიფოს ხელს შეუწყობს, რაციონალურად მართოს ქვეყნის მინერალური რესურსები და უზრუნველყოფილ იქნას პასუხისმგებლიანი სამთო-მოპოვების პრაქტიკა.
შეხვედრას სამეცნიერო წრეების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიანტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები