ილია II – დღევანდელ ადამიანს იმედი არ აქვს ხვალინდელი დღისა და თავისი თავის

რა ახასიათებს დღევანდელ ადამიანს? – უპირველეს ყოვლისა, უიმედობა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს ბრძანა.
“რა ახასიათებს დღევანდელ ადამიანს? – უპირველეს ყოვლისა უიმედობა. იმედი არ აქვს ხვალინდელი დღისა და თავისი თავის. არ იცის, რა მოელის ხვალ, ამიტომ, როცა ვლოცულობთ, უფალს უნდა ვთხოვოთ, გახსნას ჩვენი გული და გონება, რათა ჭეშმარიტება ვცნათ.
უფალი ბრძანებს – მე ვარ გზა ჭეშმარიტებისკენ. თუ ამას გავიგებთ, ჩვენ გადავრჩებით”, – ბრძანა ქადაგებისას პატრიარქმა.
მისივე თქმით, ადამიანის დამშვიდებისთვის საჭიროა გულწრფელი ლოცვა.
“ჩვენთან არს ღმერთი – ეს სიტყვები ბიბლიიდანაა და ებრაულად გამოითქმება, როგორც ემანუელ. როდესაც ჩვენ ამ სიტყვებს ვამბობთ, ღრმად უნდა ჩავწვდეთ სიტყვების შინაარსს. თუ ჩვენთან არს ღმერთი, ყველაფერი დამშვიდდება“,-აღნიშნა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები