“მოქალაქის” ინიციატივით, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური მიმდინარეობს

ორგანიზაცია “მოქალაქის” ინიციატივითა და “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” ორგანიზებით, თბილისსა და რეგიონებში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური მიმდინარეობს.
ოლიმპიადა მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში 26 000-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მეორე ტურში 2 100 გამარჯვებული გადავიდა. მესამე ტურში კი, საუკეთესო შედეგის მქონე 200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიადა მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ორგანიზაცია “მოქალაქის” აღმასრულებელი დირექტორის ნიკო ჩხეტიანის შეფასებით მონაწილეთა რაოდენობა ოლიმპიადის მნიშვნელობას ადასტურებს.
“აღნიშული საგანი ხელს უწყობს მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარებას, რაც საჭიროა ახალგაზრდებისთვის, ცხოვრებაში მათი მიზნებისათვის და ზოგადად, ქვეყნისთვის”, – აღნიშნა ნიკო ჩხეტიანმა.
მეორე ტურის 55-ქულიანია და 22 დავალებისგან შედგება. ორგანიზაცია “მოქალაქის” ცნობით, ტესტით კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე.წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარი შეფასდება. ასევე შემოწმდება, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები სამოქალაქო და მოქალაქეობრივი უფლებების კონცეფციებს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.
ოლიმპიადის ყველა მომდევნო ეტაპზე გადასული მოსწავლე მიიღებს პრიზს ორგანიზაცია “მოქალაქისაგან”, მესამე ტურის 20 გამარჯვებული კი დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ენის კურსებზე გაემგზავრება.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მეორე წელია ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები