დეპუტატები პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებს შეხვდებიან

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და დეპუტატები 2012 წლის 28 დეკემბერს “ამინისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებს შეხვდებიან.
ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის სახელზე პოლიტპატიმრებმა განცხადება 2016 წლის 18 იანვარს შემოიტანეს.
“პოლიტპატიმრების ძირითადი მოთხოვნას წარმოადგენს შედგეს შეხვედრა საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში, სადაც ისინი იწვევენ როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს, ასევე შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილს, რომლებიც საჯარო განცხადებებში ეჭვქვეშ აყენებდნენ მათი სტატუსის მინიჭების კანონიერების საკითხს. შეხვედრების ფორმატში იგეგმება მოსმენა იმ ხელისშემშლელ გარემოებაზე, თუ რატომ ვერ ისარგებლეს გათავისუფლებულმა პოლიტპატიმრებმა სამართლიანი სასამართლოს უფლებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრა 15 თებერვალს, პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები