შემოსავლების სამსახურმა კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მკაცრი კონტროლი დააწესა

შემოსავლების სამსახური საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მკაცრი კონტროლი დაწესდა.
როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ ბოლო დროს გახშირებულმა შეტყობინებებმა განაპირობა.
“საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მკაცრი კონტროლი დააწესა კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ბოლო დროს გახშირებულმა შეტყობინებებმა შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ. სამსახურებრივი ტრანსპორტის მძღოლების ამგვარი ქმედება, ერთი მხრივ, უარყოფითად აისახება სამსახურის რეპუტაციაზე, მეორე მხრივ კი, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფო ქონებას. ამის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მკაცრად გააფრთხილა მძღოლები, რომ ავტოსატრასპორტო საშუალებით მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან მოხდება შესაბამისი რეაგირება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, სპეციალური სანომრე ნიშნებით RS… GE მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზებზე მოძრაობის წესების დარღვევის შემჩნევის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს აცნობონ შემდეგ სატელეფონო ნომრებზე – 2 261160 ან 2 261119.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები