საპარტნიორო ფონდში კომპანია SU MARKETS-ის საინვესტიციო წინადადებები განიხილეს

საპარტნიორო ფონდში რუმინულ-თურქული კომპანია SU MARKETS-ის საინვესტიციო წინადადებები განიხილეს.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ფონდში თბილისის ლოჯისტიკის ცენტრისა და ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა კომპანია SU MARKETS-ის წარმომადგენლების წინადადებები განიხილეს.
ცნობისთვის, ქართულ-თურქულ-რუმინული კონსორციუმი საქართველოში შემოსვლას უახლოეს მომავალში გეგმავს. კომპანია ინტერესს საქართველოს აგრობიზნესისა და ლოჯისტიკის სფეროში გამოთქვამს. საპარტნიორო ფონდმა პოტენციურ ინვესტორებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნეს.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები