სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბესლან მუხთაროვი დაიღუპა. თურქული მედიის ცნობით, მუხთაროვი თელავის მკვიდრია და ის სირიაში რუსული ავიაციის მიერ „თურქმენეთული მთის“ დაბომბვისას გარდაიცვალა.
ინფორმაციის მიხედვით, ბესლან მუხთაროვი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძოდა. მუხთაროვი პროფესიით ექიმია და სირიაში  პირველად 2011 წელს ჩავიდა.
თურქეთის სპეცსამსახურებმა ბესლან მუხთაროვის წინააღმდეგ იმავე წელს საქმე აღძრეს და მას თურქეთის ტერიტორიაზე ჩასვლა აეკრძალა. სირიაში რამდენიმეწლიანი ყოფნის შემდეგ ბესლან მუხთაროვი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ 2015 წელს კვლავ სირიაში წავიდა. მედია იუწყება, რომ ის დაჭრილ „ბოევიკებს“ მკურნალობდა. ბესლან მუხთაროვის დედას ონკოლოგიური დაავადება აქვს. როდესაც მან შვილის დაღუპვის შესახებ შეიტყო, მისი მდგომარეობა გაუარესდა და ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები