ქუთაისის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასები 20-30 პროცენტით გაიზარდა

ქუთაისში ბაგა-ბაღების თანამშრომლები მიმდინარე თვიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებენ, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელფასის მომატების გარდა, 35 ბაღში წყლის ქსელის გამართვაა დაგეგმილი. ქუთაისის მერის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად ქუთაისის მერიამ წელს 1 300 000 ლარი გამოყო, რომლის უმეტესი ნაწილი გასული წლის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით დაიზოგა. მურღულიას ინფორმაციით, 37 ფილიალის 1598 თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიმდინარე თვიდან მიიღებს. ხელფასები 20–30 პროცენტით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები