კავშირმა „დედაქალაქი – თბილისი ყველა უბანში“ საზოგადოებასთან მორიგი შეხვედრა გამართა

კავშირმა „დედაქალაქი – თბილისი ყველა უბანში“ ილიას ბაღში შეკრება გამართა, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის კავშირის მომავალი გეგმები და სახალხო დეპუტატის ინიციატივის გაცნობა იყო.
როგორც კავშირის დამფუძნებელი ზაზა აგლაძე აცხადებს, ეს ორგანიზაცია უკვე 15 წელია არსებობს, მაგრამ, წინა ხელისუფლების პირობებში არსებული შიშის ფაქტორის გამო, ინიციატივებს არ ჰქონდა ადგილი. მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლით მოქალაქეების იმედი არ გამართლდა და მათივე მოთხოვნით, გააქტიურება გადაწყვიტეს.
კავშირში ასევე შედის გია კორკოტაშვილის „ქართული მისია“, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი რეალობისთვის“.
კავშირი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. როგორც კავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, დეპუტატების არჩევა არ უნდა ხდებოდეს „ხათრით“, არამედ უნდა ირჩეოდნენ ამომრჩევლების ნდობის საფუძველზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელების განცხადებით, კავშირი თბილისის ყველა უბანში გამართავს შეკრებებს, რომლის საშუალებითაც გამოვლინდება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები