ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზებით გამართული კონკურსი დასრულდა, პარტიამ გამარჯვებულებისგან ნამუშევრები შეისყიდა

პოლიტიკური მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზებით გამართული კონკურსი: „ბედნიერი საქართველო: იდეები, მეთოდები, განხორციელება!“ დასრულდა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული და მათთან ხელშეკრულებები გაფორმდა.12688300_1129595490418627_6491766526543407065_n
როგორც პოლიტიკური მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ქვრივიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტების – ნატო გოგმაჩაძის, თეიმურაზ დიასამიძის და გიორგი შუკაკიძის ნამუშევრებს ლეონიდ ჩერნოვეცკი 10 000, 5 000 და 3 000 ლარად შეისყიდის. შესყიდული ნამუშევრები კი ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიის პროგრამის დებულებების ფორმირების პროცესში გამოიყენება.
„კონკურსი სოციალურ ქსელში, ლეონიდ ჩერნოვეცკის პირად გვერდზე ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსის წესების მიხედვით, ნაშრომების ძირითადი საკითხები სწორედ იმ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის მეთოდებს ეხებოდა, რომლებიც მთელი საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდ გამოწვევებს წარმოადგენს. კონკურსი იმ მთავარი სოციალური თუ სამართლებრივი პრობლემების გამოვლენას ისახავდა მიზნად, რომლებიც განსაკუთრებით მ12715353_1129595483751961_2021723376523242471_nნიშვნელოვანია დღეს საზოგადოებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, კონკურსის მიზანი იყო მოქალაქეების ჩართულობის ამაღლება სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვადასხვა სახის საკითხების გადაჭრის გზების ძიებაში“,- აღნიშნა გიორგი ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილის განცხადებით, კონკურსანტები თავიანთ ნამუშევრებში აქცენტს, სხვა აქტუალურ პრობლემებთან ერთად, რეგიონში გაჩერებულ ეკონომიკაზე და სამუშაო ადგილების არარსებობაზე აკეთებდნენ.
მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით,
ლეონიდ ჩერნოვეცკი მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტსა და კონკურსს შესთავაზებს საზოგადოებას, რომელთა მიზანი მოსახლეობის ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართვა და აგრეთვე მათი ინიციატივების გათვალისწინება იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები