საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს.
წმინდა სინოდის სხდომაზე დასასწრებად მღვდელთმთავრები საპატრიარქოში უკვე შევიდნენ.
როგორც მეუფე სერაფიმემ ჟურნალისტებს განუცხადა, წმინდა სინოდის სხდომა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებს.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი და წმინდა სინოდის განჩინებას საზოგადოება გაეცნობა.
ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. აღნიშნული კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში, შამბეზში 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ წმინდა და დიდ კრებაში გასატანი ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში სულ 46 ეპარქიაა. პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელთმთავარია, მათგან ორი ტიტულარული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები