ბესარიონ აბაშიძემ ბოლნისის მოსახლეობას „ტყის კოდექსის“ ახალი კანონპროექტი გააცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა და „ტყის კოდექსის“ ახალი კანონპროექტი გააცნო.
როგორც “კვირას” გარემოს სამინისტროდან აცნობეს, კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციიდან“ გამომდინარე, ემყარება ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს.
საქართველოს ტყეების მართვა ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ასევე, დგინდება ტყის კატეგორიზაციის სრულიად ახლებური წესი. თითოეული კატეგორიის ტყე გამოყოფილია მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე.
კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს საქართველოში ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღება. თუ ამჟამად ტყის მესაკუთრე არის მხოლოდ სახელმწიფო, ახალი კანონის მიხედვით გვაქვს საკუთრების სამი სახე: სახლმწიფო, ადგილობრივი და კერძო საკუთრება, რაც ევროპული სტანდარტის შესაბამისია. შეხვედრა სატყეო პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები