შსს-მ გდდ-ს დაღუპული თანამშრომლების შვილები ფილმის ჩვენებაზე მიიწვია

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი, მესამე და ქვემო ქართლის სამმართველოების დაღუპული თანამშრომლების შვილები სატელევიზიო სერიალ „ქერჩის“ სანახავად მიიწვიეს. ჩვენება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.
ფილმის ჩვენებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები და თავად სერიალის მსახიობები დაესწრნენ.
სერიალ „ქერჩის“ ჩვენების დასრულების შემდეგ, მსახიობებისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაღუპული თანამშრომლების შვილებისთვის იარაღებისა და სპეცტექნიკის გამოფენა მოეწყო. სტუმრები, ასევე, საჩვენებელ წვრთნებსა და მარშირებას დაესწრნენ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულ თანამშრომელთა ოჯახებზე და მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები