საკრებულოში ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობის პრევენციისა და ჯანსაღი განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
რომელზეც დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ავადობის პრევენციასა და ჯანსაღი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე იმსჯელეს.
ინიციატივის მთავარ პრიორიტეტს თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ავადობის პრევენცია და მათი ჯანსაღი განვითარებისთვის ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მიდგომების დანერგვა წარმოადგენს.
ავადობის პრევენციის სტრატეგიის შექმნის პროცესში ჩართულები არიან სპეციალისტები, ექსპერტები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
სხდომაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ხერხეულიძემ პრეზენტაცია წარადგინა და რეკომენდაციები გასცა აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდა საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, მისი მოადგილე ნინო ბურძენიძე, ასევე თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი ესწრებოდნენ. .
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ავადობის პრევენციის სტრატეგიული დოკუმენტის უახლოეს მომავალში შექმნისა და აღსრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ამ მიმართულებით განხორციელდა კომპლექსური რეფორმები, კერძოდ: ბაღებში ჯგუფების განტვირთვა, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სრულფასოვანი კვების რაციონის დანერგვა, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების შტატის დამატება.ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა ყურადღება გაამახვილა სამედიცინო პერსონალის როლზე ბაგა-ბაღებში და ხაზი გაუსვა სანიტარულ-ჰიგიენური და ბავშვთა დასწრების მონაცემების მონიტორინგსა და ანალიზის მნიშვნელობას.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, თბილისის მერიაში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სტრატეგიის დოკუმენტზე.
სხდომაზე გაჟღებებული რეკომენდაციები გადაეგზავნებათ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და თბილისის მერიას, რის შემდეგაც კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები