ჯანდაცვის სფეროში გამოკითხვა-აქცია – „რა გაწუხებთ“ გაიმართა

ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა გამოკითხვა-აქცია – „რა გაწუხებთ“ გაიმართა. აქციის ფარგლებში, მოქალაქეების გამოკითხვა მეტროსადგურ „რუსთაველისა“ და „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ისინი სპეციალურ კითხვარებს ავსებდნენ, ჯანდაცვის სისტემაში არსებული საჭიროებების შესახებ თავიანთ აზრს აფიქსირებდნენ და ურნებში ათავსებდნენ.
მოქალაქეებს, აქცია-გამოკითხვის ფარგლებში, საშუალება მიეცათ, ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და რეფორმირებასთან დაკავშირებული კითხვებისთვის გაეცათ პასუხი და ამ მიმართულებით, თავიანთი საჭიროებების შესახებ აზრი დაეფიქსირებინათ.
გამოკითხვა-აქცია „რა გაწუხებთ“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, „გლობალურ ალიანსთან“ ერთად ორგანიზებული პროექტია. ის 25 იანვარს დაიწყო და 1 თვეს გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს, კითხვარების შევსება, როგორც სამინისტროს რეგიონალურ ოფისებში, ისე ვებგვერდის: – www.1505.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
მიღებული შედეგების მიხედვით, მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო „გლობალურ ალიანსთან“ ერთად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები