ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ დღეს, 18:00 საათზე, ღვაწლმოსილი ქართველი საოპერო მომღერლის მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.
საპრემიერო სპექტაკლი „აბესალომ და ეთერი” სწორედ ცნობილ სოპრანოს მიეძღვნება. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ 30 იანვარს, სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი” გაიხსნა. ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია; მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი.
წამყვან პარტიებს შეასრულებენ ცნობილი ქართველი მომღერლები – არმაზ დარაშვილი და ხათუნა ჭოხონელიძე. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები – ნიკოლოზ ლაგვილავა, ირინა ალექსიძე, გოჩა დათუსანი, ნინო ჩაჩუა, მანანა იორდანიშვილი, თამაზ საგინაძე, გია მახარაძე; დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის” მიერ არის შეკერილი. „აბესალომ და ეთერის” საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 2 და 21 თებერვალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები