ზემო სურების 30-მდე ადგილობრივი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო სურების მოსახლეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. უამინდობის გამო სოფელში მეწყერი ჩამოწვა და სოფლამდე მისასვლელი გზა ჩახერგა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, მთას დიდი ლოდი მოწყდა, ადგილი ზემოსურების ცენტრიდან დაახლოებით ორ კილომეტშია. ახლა იქ საცალფეხო ბილიკია. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან და გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად ყველა ზომას მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები