ფილმის გადამღები 30-კაციანი ჯგუფი მესტიაში გადაჰყავთ

ფილმის გადამღები 30-კაციანი ჯგუფი მესტიაში გადაჰყავთ. კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და სასაზღვრო დეპარტამენტის დახმარებით მოძრაობა გაიხსნა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადამღები 30-კაციანი ჯგუფი ღამეს მესტიაში გაათენებს, ხვალ კი თბილისში გამოემგზავრებიან.
კალა-უშგულის დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო იყო დაკეტილი. დღეს გადამღები ჯგუფი მესტიის რაიონის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა ექიმებთან ერთად უშგულში მოინახულა, რამდენიმე საათში კი, გზის გახსნა მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები