EBRD საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას შეხვედრაზე აღინიშნა.
როგორც “კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილმა და ბრუნო ბალვანერამ საქართველოში ოთხი ძირითადი მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარების მექანიზმები განიხილეს. შეხვედრაზე, ასევე, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება. EBRD-ის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები