ირაკლი კობახიძე: გარდაბანში ხვალ “ნაციონალები” არჩევნების ჩაშლას გეგმავენ

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე არჩევნების ჩაშლას გეგმავენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული ქმედებით “ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების გაყალბებისა და პროცესის არაჯანსაღ გარემოში ჩატარების ილუზიის შექმნას შეეცდება.
კობახიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება“ პროვოკაციულ ქმედებებს არ აყვება.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ბოლო დღეების განმავლობაში, რეგულარულად, ღამით ფარულად ხევენ ჩვენი – “ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალებს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გეგმავენ საარჩევნო უბნების ჩაშლას, რათა შექმნან არჩევნების გაყალბებისა და არაჯანსაღ გარემოში ჩატარების ილუზია. ჩვენ მოვუწოდებთ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ აგრესიული და დექსტრუქციული მოქმედებებისგან. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ავყვებით არანაირ პროვოკაციულ მოქმედებებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები