საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ტურისტულ ვიზებს 48 საათში მიიღებენ
საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის საელჩოში ტურისტულ ვიზებს ორი დღე-ღამის განმავლობაში მიიღებენ. სავიზო განაცხადის განხილვის და მათი გაცემის პროცედურის ვადების შემცირების შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა. ასეთივე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ პარიზმა ჩინეთთან დაკავშირებითაც მიიღო. იქ ვიზების განხილვის პროცედურა 1 დღე-ღამემდე შემცირდა.
საქართველოს გარდა, ტურისტულ ვიზებს 48 საათის განმავლობაში სომხეთის, თურქეთის, ვიეტნამის და ინდონეზიის მოქალაქეებიც მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვით საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება დადებითად არის შეფასებული.