იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე პაატა სალიამ და ანა რიჩმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ხელს უწყობს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებას.

საუბარი შეეხო მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების სფეროში საქართველოს წარმატებული პრაქტიკის პარტნიორი ქვეყნებისათვის გაზიარების მნიშვნელობას, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სხვადასხვა უწყების თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებული თანამშრომლობისა და საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა საჯარო სერვისების ფორუმის ჩატარება თბილისში, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ერთობლივი ორგანიზებით 23-25 ივნისს გაიმართება.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები