ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ირანელი ჯარისკაცი დაიღუპა
ისლამურ რესპუბლიკაში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ირანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა,- ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ და რადიომ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცები საჰაერო თავდაცვის ძალებში მსახურობდნენ და „ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვის მისიის შესრულებისას“ დაიღუპნენ.
მანამდე, 6 ივნისს ისრაელის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ სამხრეთ ლიბანში მდებარე ნაბატიეს პროვინციას და დასავლეთ ბექას რეგიონს, ხოლო 7 ივნისს ბეირუთის გარეუბანში ლიბანის შიიტური „ჰეზბოლას“ სამიზნეს.
ისრაელის თქმით, თავდასხმები ისრაელის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ მხარდამჭერების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მოჰყვა. 7 ივნისის საღამოს ირანმა ლიბანში ისრაელის ქმედებების საპასუხოდ ჩრდილოეთ ლიბანზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.
8 ივნისს ისრაელის არმიამ საპასუხო იერიშები წამოიწყო ირანის წინააღმდეგ, რომლის სამიზნეც ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში მდებარე სამხედრო სამიზნეები იყო.