“საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს” – მახაშვილი
“საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს და რომელმაც კრიტიკულ მომენტებში საკუთარი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად მიიღო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებები, რათა ამ ქვეყანას შენარჩუნებოდა ნორმალური მომავალი”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი იმ გავლენას ახდენდა ინსტიტუტებზე, რაც არის შესაბამისი მისი თანამდებობისთვის კონსტიტუციურ-დემოკრატიულ წესწყობილებაში.
“ამიტომ, ამ თემაზე ზედმეტი მანიპულაციები აბსურდული და უადგილოა“, – აღნიშნა მახაშვილმა.