დავით ნარმანია თურქეთის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის მექანიზმების შესახებ, განიხილეს ენერგეტიკის სექტორის საკანონმდებლო ჩარჩო, მარეგულირებელი ნორმები და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. 

 დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა სემეკის მიდგომებზე საინვესტიციო პროექტებთან მიმართებაში. 

შეხვედრა სემეკის ოფისში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სემეკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი და თურქეთის საელჩოს წარმომადგენელი.  

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები